მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Jazeera Airways: საქართველოს სავიზო პოლიტიკა ტურისტებისთვის ძალიან მოსახერხებელია

5b23605b4e3a2
მაია ბიწაძე
15.06.18 10:43
869
ავიაკომპანია Jazeera Airways-ის ვიცე-პრეზიდენდის, ენდრიუ ვორდის განცხადებით, საქართველოს ავიაბაზარზე შემოსავლა, მათ უპირველესად მგზავრების მხრიდან დიდმა მოთხოვნამ და ქვეყანაში არსებულმა სავიზო რეჟიმმა გადააწყვეტინა, რაც როგორც ქუვეითის მოქალაქეებისთვის, ასევე რეზიდენტებისთვის ძალიან მოსახერხებელია.

ავიაკომპანიამ რეგულარული რეისების შესრულება "თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან" ქუვეითის მიმართულებით დაიწყო და კვირაში სამი სიხშირით - ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას იფრენს. როგორც ენდრიუ ვორდმა Bm.ge-ს განუცხადა, ავიაკომპანია კვირაში საშუალოდ 450 მგზავრის გადაყვანას ვარაუდობს, რაც ჯამში, წელიწადში 200 ათას მგზავრს აღემატება.

"უპირველეს ყოვლისა დავინახეთ მგზავრთნაკადის ზრდა ქუვეითიდან და სხვა ბაზრებიდან. დავინახეთ, რომ საქართველო მათთვის საინტერესო მიმართულებაა. პირველი რეისზე, რომელიც ეხლა შევასრულეთ, თვითმფრინავი მაქსიმალურად დატვირთული იყო. ბორტზე იყვნენ როგორც ქუვეითის მოქალაქეები, ასევე რეზიდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან, როგრიცაა ინდოეთი და სხვა.

სავიზიო პოლიტიკა, რაც საქართველომ შექმნა, ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, რაც ავიაკომპანიისთვის რეისის დანიშვნის ფაქტორს განაპირობებს. ანუ, სავიზო მოთხოვნა ძალიან გამარტივებულია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე რეზიდენტებისთვის და ისინი უვიზოდ მოგზაურობენ საქართველოში", - განაცხადა ენდრიუ ვორდმა. მისივე განმარტებით, თუ მოთხოვნა კვლავ მოიმატებს, ავიაკომპანია საქართველოში ფრენის სიხშირეს გაზრდის.

"ჩვენ სამომავლოდ განვიხილავთ რეისების სიხშირის გაზრდას. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება მოთხოვნა, როგორც კი დავინახავთ, რომ მოთხოვნა მზარდია და დღეს ვხედავთ, რომ ასეა, მოხარული ვიქნებით, რომ სიხშირეები გავზარდოთ. შესაძლოა ის კვირაში ხუთჯერ შესრულდეს, ან ყოველდღიური გახდეს" - განმარტავს ენდრიუ ვორდი.

როგორც Jazeera Airways-ის ვიცე-პრეზიდენდი აცხადებს, სამომავლოდ კომპანია ტურისტული ბიზნესის განვითარებასაც გეგმავს, რაც ავიაკომპანიის ბაზაზე მოხდება.

"ავიაკომპანია სამომავლოდ გეგმავს ტურისტული ბიზნესის განვითარებასაც და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რომელსაც მომხმარებელს შევთავაზებთ“ - განაცხადა მან.

Jazeera Airways დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ეკონომკლასის ბილეთის ფასი ამჟამად, თბილისი-ქუვეითის (ორმხრივი) მიმართულებით, 155 ევროა. ეკონმკლასის მგზავრებს საშუალება აქვთ 30 კილოგრამი ბარგი გადაიტანონ, ხოლო ბიზნესკლასის მგზავრებს - 50 კილოგრამი. ავიაკომპანია რეისებს Airbus A 320 ტიპის ხომალდით ასრულებს. Jazeera Airways 2017 წელს 1,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია "ვოიაჟერია".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები