მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JCB-მ ექსკავატორ-დამტვირთველების სამოდელო რიგი განაახლა - მსოფლიო პრემიერა დუბაიში

JCB-მ მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიას ექსკავატორ-დამტვირთველების სამი ახალი მოდელი წარუდგინა. მსოფლიო პრემიერა დუბაიში შედგა, რომელსაც JCB-ს ოფიციალური დილერი კავკასიის რეგიონში „თეგეტა ქონსტრაქშენ ექვიფმენთიც“ დაესწრო. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური დილერია კავკასიის რეგიონში. რატომ არის გამორჩეული JCB, რა შესაძლებლობები აქვს ბრენდის ახალ მოდელებს და როგორ ჩაიარა პრეზენტაციამ?