ხელმოწერის შემდეგ, "ჯდ ოილის“ ავტოგასამართი სადგურები „ფრეგოს“ ბრენდისა და მენეჯმენტის ფარგლებში აგრძელებენ მუშაობას. 2018 წლის იანვრის დასაწყისში კომპანია სელექტთან გაერთიანების შედეგად „ფრეგოს“ ავტოგასამართ სადგურების რაოდენობა 60-მდე გაიზარდა, ხოლო „ჯდ ოილთან“ ინტეგრირების შემდგომ კომპანია 80-მდე ავტოგასამართი სადგურით მოემსახურება მომხმარებლებს როგორც დედაქალაქის ისე რეგიონების მასშტაბით.
""ფრეგო" უკვე 5 წელია რაც ქართულ ბაზარზეა და მან პოპულარობა საზოგადოებაში საწვავის ხარისხის, ჩასხმის სიზუსტისა და მისაღები ფასის გამო მოიპოვა“, -განმარტავენ კომპანიაში.

























