მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Jeep-ის ცენტრში საახალწლო აქცია დაიწყო (R)

61b705063bb4e
BM.GE
13.12.21 14:04
636
ახალი წელი ყოველთვის უსაზღვრო ემოციებს უკავშირდება. Jeep-ის ცენტრმა კი გადაწყვიტა თავისი მომხმარებელი ამ პერიოდში განსაკუთრებულად გაანებივროს!

საახალწლო აქციის ფარგლებში, ავტომობილის ყიდვის მსურველებს ეძლევათ საშუალება, საახალწლო სპეციალური ფასების გარდა, შერჩეულ ნებისმიერ მოდელზე, ისარგებლონ 0%-იანი ავტოგანვადებით და მხოლოდ ღირებულების 10% დაფარონ სასურველი ავტომობილის შეძენისას. არაჩვეულებრივ საახალწლო შენაძენთან ერთად მომხმარებელს საჩუქრად 1 ტონა საწვავიც გადაეცემა.

Jeep-ის ნამდვილი ყველგანმავლები ზამთრის სეზონს განსაკუთრებულად უხდება, თოვლი და უგზოობა ხომ Jeep-ის ერთ-ერთი მთავარი სტიქიაა.



ცენტრში წარმოდგენილი Jeep-ის მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი - Jeep Wrangler, Grand Cherokee, Gladiator და Compass, ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს დააკმაყოფილებს. მსურველებს შეუძლიათ დარეკონ და წინასწარვე დაგეგმონ შერჩეული მოდელის Test Drive.

ამასთანავე, Jeep-ის ცენტრში მოქმედებს Trade In პირობა, რაც გულისხმობს ცენტრიდან ახალი ავტომობილის ყიდვისას თქვენი კუთვნილი ნებისმიერი მარკის თუ წლოვანების მანქანის ჩაბარებას მაქსიმალური საბაზრო ღირებულებით, სხვაობის დაფარვა კი შესაძლებელია განვადებით. მომხმარებელთა კომფორტისთვის ავტომობილის შეფასება შესაძლებელია დისტანციურად განხორციელდეს.

კომპანია "სტრადა მოტორსი", რომელიც Jeep-ის, Alfa-Romeo-ს და FIAT-ის ოფიციალური დილერია საქართველოში, მომხმარებელს საუკეთესო ავტომობილებს, განსაკუთრებულ პირობებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები