Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება 2 დღეში 9 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამჟამად ბეზოსის ქონება Forbes ვერსიით, $130.2 მილიარდია.
მიზეზი Amazon-ის აქციების ფასის მატება გახდა. გასულ კვირას კომპანიამ ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, წლის პირველ კვარტალში Amazon-ის შემოსავლებმა $51.04 მილიარდი შეადგინა.
Amazon-ის აქციები IPO-ზე პირველად 1997 წელს გავიდა და მას შემდეგ თითოეული აქციის ფასი დაახლოებით 8 000%-ით გაიზარდა. გასულ წელს კომპანიის შემოსავლემა $177 მილიარდი შეადგინა.