მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯეფ ბეზოსი ძვირადღირებული განქორწინების მიუხედავად, კვლავ უმდიდრესი ამერიკელია

5d93500e6307f
მიხეილ ხაჩიძე
02.10.19 09:00
1764
ამერიკულმა Forbes- მა შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის 2019 წლის რეიტინგი მოამზადა. სიის სათავეში წელსაც, გასული წლის მსგავსად, Amazon- ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, რომლის ქონება Forbes– ის რეიტინგში 114 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.


როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების უმდიდრესი ადამიანების სრული რეიტინგი დღეს, 2 ოქტომბერს გამოქვეყნდება. მანამდე კი ამერიკული მედია წერს, რომ ბეზოსი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული განქორწინების მიუხედავადაც რეიტინგში პირველ ადგილზეა. მის ყოფილ მეუღლეს მაკენზი ბეზოსს ამაზონის საფონდო ბირჟის აქციების 4% დარჩება, რისი ღირებულებაც $35 მილიარდ დოლარს აღემატება.


რეიტინგის შედგენისას, Forbes ბიზნესმენების მდგომარეობას ითვალისწინებს, ასევე რამდენი გამოიმუშავეს "მათ თავად’’ - ამისათვის, ჟურნალი აფასებს, რა სახის მემკვიდრეობა მიიღო სიაში მონაწილე ამა თუ იმ პიროვნებამ, რამდენად მდიდარი იყვნენ მისი მშობლები და ასევე რა სირთულეების გავლა მოუწია ცხოვრების მანძილზე კანდიდატს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები