მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსის ქონება მცირდება

5bd84143274a0
ლევან თაღიაშილი
30.10.18 16:00
913
რამდენიმე კვირაში ჯეფ ბეზოსის ქონება, 33 მილიარდი დოლარით, 127 მილიარდამდე შემცირდა. ბეზოსი Amazon-ის აქციების 16%-ს ფლობს და ვარდნის ძირითადი მიზეზი სწორედ მისი საბაზრო კაპიტალიზაციის შემცირება იყო. სულ ცოტა ხნის წინ Amazon ტრილიონ დოლარიანი კომპანიის სტატუსით სარგებლობდა, თუმცა გუშინ მისი კაპიტალიზაცია 50 მილიარდით კიდევ შემცირდა და ამჟამად 750 მილიარდ დოლარს შეადგენს. Forbes წერს, რომ არსებული კლება მესამე კვარტლის შედეგების ბრალია, რომლის მიხედვითაც Amazon-ის შემოსავალი 10-დან 20%-მდე გაიზრდება, არადა ინვესტორები 20 და მეტ პროცენტიან მატებას ვარაუდობდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი პლანეტის უმდიდრეს ადამიანად რჩება. 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები