მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსმა და OpenAI-მ რობოტების მწარმოებელ კომპანიაში ფული დააბანდეს

ჯეფ ბეზოსი
სტატიაში საუბარია:

მსოფლიოს უდიდესი ონლაინმაღაზიის, ამერიკული Amazon-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა და OpenAI-მ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ერთ-ერთ გლობალურ ლიდერად ითვლება, რობოტების მწარმოებელ კალიფორნიულ სტარტაპში, Physical Intelligence-ში ინვესტიცია განახორციელეს. უახლესი საინვესტიციო რაუნდის შედეგად $2.4 მილიარდად შეფასებულმა კომპანიამ $400 მილიონი მოიზიდა. შედეგად, მარტის შემდეგ კომპანიის შეფასებამ 6-ჯერ იმატა.

Physical Intelligence-ის გუნდის წევრებს შორის Tesla-ს, Google-ის, DeepMind-ის და X-ის ყოფილ თანამშრომლებს ვხვდებით, ხოლო თავად კომპანია ხელოვნური ზოგადი ინტელექტის, იგივე AGI-ის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ისეთ ნეირონულ ქსელს მოიაზრებს, რომელსაც დავალებების შესრულება, სულ მცირე, ადამიანივით შეუძლია. ანალოგიურ ტექნოლოგიაზე ფაქტობრივად ყველა ტექნოლოგიური გიგანტი მუშაობს, მათ შორის თავად Tesla და OpenAI. როგორც Physical Intelligence-ში ამბობენ, კომპანიას ისეთი რობოტის შექმნა სურს, რომელსაც ადამიანის ნებისმიერი დავალების შესრულება შეეძლება.

ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის, Baidu-ს გენერალური დირექტორი, რობინ ლი მიიჩნევს, რომ ადამიანებზე ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტის შექმნას სულ მცირე ათი წელი დასჭირდება. ამ ტექნოლოგიის განვითარებასთან დაკავშირებით მეტად ოპტიმისტური პროგნოზი აქვს SpaceX-ის მფლობელ ილონ მასკს, რომელიც AGI-ის შექმნას 2026 წლისთვის ვარაუდობს. OpenAI-ის დამფუძნებელი, სემ ოლტმენი კი ამბობს, რომ AGI-ის განვითარება ახლო მომავალში შეიძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები