მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეი ენდ თი ქონსალთინგი - ბიზნესის გამოწვევების საპასუხოდ

საქართველოში ხარისხიანი იურიდიული მომსახურების და ნიშური სერვისის მიმწოდებელი კომპანია. ჯეი ენდ თი ქონსალთინგის წარმომადგენლებმა თავიდანვე გადაწყვიტეს რომ მათი საქმიანობა მხოლოდ ბიზნესის მომსახურება უნდა ყოფილიყო. ამ კომპანიის გუნდის წევრები და იურისტები არ მუშაობენ სისხლის სამართლის საქმეებზე. არც ერთ მათ პარტნიორს ან თანამშრომელს არ აქვს სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობის უფლება.ეს არის კომპანია ჯეი ენდ თი ქონსალთინგი რომელიც 2008 წლის სექტემბერში დაფუძნდა გიორგი ცერცვაძის მიერ, გუნდს მომდევნო წლებში პარტნიორება შემოუერთდებიან ოთარ მაჩაიძე, სიმონ ტაკაშვილი და ანა პაპკიაური.

ჯეი ენდ თი ქონსალთინგი ბათუმშიც წარმოდგენილია მისი რეგიონალური პარტნიორის ნანა თურმანიძის სახით.

ამ კომპანიაში იურიდიული ექსპერტის პოზიციაზე ბატონი თედო ნინიძე, რომელიც ქართული სამართლის ჩამოყალიბების და რეფორმირების სათავეებთან იდგა. გადაჭარბების გარეშე, ბატონო თედოს როლი და ღვაწლი ამ მხრივ არის გამორჩეული, ისევე როგორც არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი პირადი ჩართულობა საქართველოს კონსტიტუციაზე და სამოქალაქო კოდექსზე მუშაობისას, ისევე როგორც მეწარმეთა შესახებ კანონი. დღეს ამ კანონების უდიდესი ნაწილ სახელცვლილია და ვერ ვიტყოდი რომ გაუმჯობესების მიმართულებით, მე პატივი მქონდა, გარკვეული პერიოდი მემუშავა ბატონ თედო ნინიძესთან ერთად და მინდა მას მოკითხვები შევუთვალო, საუკეთესო სურვილებით და პატივისცემით. დარწმუნებული ვარ ჯეი ენდ თი კონსლატინგის გუნდთან ჩამოყალიბებული ურთიერთობები დამატებით გადაგვკვეთს სამომავლოდ.

სტუმრები: ოთარ მაჩაიძე - ჯეი ენდ თი ქონსალთინგი, პარტნიორი;

სიმონ ტაკაშვილი - ჯეი ენდ თი ქონსალთინგი, პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები