მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეიმი ოლივერი რესტორანში “ბარბარესთან”

მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი საქართველოშია და ამ ამბავს ვეხმიანებით საქმიანები. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ჯეიმი ოლივერი ცნობილი ბრიტანელი შეფ მზარეულია, ბლოგერი და კულინარიული ტელეშოუების წამყვანი. ჯეიმი ოლივერი საქართველოს გასტრონომიული ტურის ფარგლებში ორშაბათს ეწვია, შეფი შაბათს უკვე დატოვებს საქართველოს და იქამდე უნდა მოასწროს ქართველ შეფებთან შეხვედრა და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის, უნდა მოასწროს ბაზარში გასეირნებაც, კახეთში ვიზიტი და ქართული ღვინის დაგემოვნება და რამდენიმე კერძის მომზადებაც. ჯეიმი ოლივერის ვიზიტს ბევრი დადებითი მხარე აქვს, ერთ-ერთი ქვეყნის პოპულარიზაციაა, ოლივერის გამომწერებს, რომელიც მრავალრიცხოვანია,დაახლოებით 26 მლნ-მდე, მისი სოციალური არხებით, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფმზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს, და ასე გაიცნონ ქვეყანაც და ჩვენი სამზარეულოც. იქამდე ვიდრე დაგეგმილ განრიგს სისრულეში მოიყვანს, საქართველოში ჩამოფრენიდან 5 საათში შეფი ოლივერი რესტორანს - ბარბარესთან ეწვია და ბარბარესეული კერძები დააგემოვნა. რა კერძი მიირთვა ცნობილმა შეფმა და რა გამოარჩია ქართული გასტრო მენიუდან?

სტუმარი: ანდრია ქურასბედიანი - "ბარბარესთან" გენერალური მენეჯერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები