ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი. განცხადებას ის სოციალურ ქსელში წერს.
"ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, რომელსაც ამ კვირაში ბრბო დაესხა თავს, ღრმად შემაშფოთებელია, საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვის. დემოკრატიაში უმცირესობები დაცულია, მედია დაცულია, თავისუფალი სიტყვაა დაცული. ეს ევრო-ატლანტიკური ღირებულებებია. არცერთი ინსტიტუტი ან ორგანიზაცია არ არის თავისუფალი ამ პასუხისმგებლობისგან",- წერს სოციალურ ქსელში ჯეიმს აპატურაი.