აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენი, მომდევნო კვირაში საქართველოს ეწვევა - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება.
მათი ინფორმაციით, ო'ბრაიენი როგორც თბილისს, ასევე მონტენეგროს ქალაქებს, პოდგორიცას და კოტორს ეწვევა.
“საქართველოში იგი შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს, რათა გამოხატოს აშშ-ის დაუსრულებელი ერთგულება ქართველი ხალხისა და მათი მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ მისწრაფებისადმი”, - წერს სახდეპი.