ალექსანდრე ჯეჯელავა აუდიტორია 115-ის წევრებს ხვდება. სტუდენტებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
"სერიოზული პრობლემის კატეგორიის მინიჭება მგონი თავისთავად ამძიმებს სიტუაციას. მე მგონია, რომ ეს არის გულანთებული ხალხი, ვისაც უნდა, რომ უნივერსიტეტი გახდეს უკეთესი, ვისაც უნდა ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე და თავისი მოსაზრებით და პოზიციით გამოხატავენ ამ თავის კეთილგანწყობას. ჩვენ ვართ გულანთებული ხალხი, ვისაც უნდა ამ ქვეყნის სიკეთე და უნივერსიტეტის განვითარება და წინსვლა. ჩვენ მიზანი გვაქვს ერთი, თუ პოზიციებში არის განსხვავება იმას აუცილებლად აღმოვფხვრავთ და გადავწყვიტავთ", - განაცხადა მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორია 115-ის წევრებმა განათლების მინისტრს უნივერსიტეტში მისვლა რამდენიმე დღის წინ შესთავაზეს.

























