მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეკ დორსი Signal-ს ყოველწლიურად $1 მლნ გრანტს გადასცემს

6399cd34eb443
გიორგი თოლორდავა
14.12.22 23:40
650
კომპანია Twitter-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი საკომუნიკაციო პლატფორმა Signal-ს ყოველწლიურად 1 მილიონი დოლარის მოცულობის გრანტს გადასცემს.

დორსის განმარტებით, გლობალურ სოციალურ მედიაზე კონტროლი ერთ კომპანიას არ უნდა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში, მილიარდერი მეწარმის განცხადება კომპანია Meta-ს მიემართება, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელებს Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს ფლობს.

2014 წელს დაფუძნებული Signal-ი დაშიფრული საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც WhatsApp-ისა და Telegram-ის კონკურენტია, თუმცა ზემოხსენებული პლატფორმებისგან განსხვავებით, მას ბიზნესმოდელი არ აქვს და შემოსავალს ვერ აგენერირებს, შესაბამისად, აპლიკაციის დეველოპერები შემოწირულებების იმედად რჩებიან.

ზოგადად, ჯეკ დროსი ცნობილა, როგორც კონფიდენციალურობისა და პირადი მონაცემების მაქსიმალური დაცვის მხარდამჭერი. იგი ეწინააღმდეგება Meta-ს პოლიტიკას მომხმარებლის მონაცემების გაყიდვის შესახებ და აგრეთვე მიიჩნევს, რომ თავად მისივე დაფუძნებული კომპანია Twitter-ი არასწორ მოდელზე გადაერთო, როდესაც შემოსავლის მიღება რეკლამების სანაცვლოდ დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები