მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეკ დორსის კომპანია Square-ი სახელწოდებას იცვლის

61a8bd49580b9
ნათია თაქთაქიშვილი
02.12.21 20:30
798
ციფრული გადახდების კომპანია Square-ი, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც ჯეკ დორსია, სახელწოდებას იცვლის. კომპანიის ახალი სახელწოდება Block-ი იქნება, რომელიც ბლოქჩეინთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დორსის ციფრული გადახდების კომპანიის განცხადებით, ახალი სახელი ძალაში 10 დეკემბრიდან შევა, თუმცა კომპანიის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ისევ ძველი ტიკერით SQ-თი იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ჯეკ დორისიმ ახლახან დატოვა Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. აღსანიშნავია, რომ ჯეკ დორსი როგორც Twitter-ის, ასევე ციფრული გადახდების კომპანია Square-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას 2015 წლიდან იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები