მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯეკ მა Alibaba-ს დირექტორის პოსტს ტოვებს

5b94ee79e3395
BM.GE
09.09.18 14:00
2016
ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი, ელექტრონული ვაჭრობის კომპანიის Alibaba-ს თანადამფუძნებელი კომპანიის დირექტორის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ბიზნესმენმა The New York Times-ს განუცახდა. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას მილიარდერი მის 54-ე დაბადების დღეზე, ხვალ აპირებს.

მისი თქმით, ის კომპანიის დირექტორთა საბჭოში დარჩება თუმცა, მართვაში აქტიურად ჩართული აღარ იქნება. ბიზნესმენი ამბობს, რომ დროს განათლებასა და ფილანტროპიას დაუთმობს.

მისი თქმით, მისი „პენსიაში გასვლა“ არ არის „დასასრული და პირიქით, ეს ახალი ერის დასაწყისია“.

მიმდინარე კვირაში ბიზნესმენმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ აპირებს მისი სახელობის ფონდის შექმნას, რომელიც განათლებაზე იქნება ორიენტირებული. ჯეკ მამ აღნიშნა, რომ ის ბილ გეითსის ნაბიჯების გამეორებას აპირებს.

„მე ვერასდროს ვიქნები მასსავით მდიდარი, მაგრამ შემიძლია უფრო ადრე გავიდე პენსიაში“,- თქვა მილიარდერმა ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები