მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯეკ მა: ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომი არასდროს იქნება

5880c4dec1d2a
BM.GE
19.01.17 17:50
1333
დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას Alibaba-ს დამფუძნებელმა ჯეკ მამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი არ იქნება, - წერს Reuters.

"ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ომი არასდროს იქნება, უბრალოდ დონალდ ტრამპს ცოტა დრო მიეცით, მას ფართო ხედვა აქვს“- აღნიშნა მამ.
ჩინური ინტერნეტ-ჰოლდინგის თავმჯდომარე გასულ კვირას აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ Alibaba-ს აქციები 1.5%-ით გაიზარდა.

აზიის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა და Alibaba-ს დამფუძნებელმა დონალდ ტრამპს ახალი გეგმები გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს ხუთი წლის მანძილზე აშშ-ის მილიონამდე ბიზნესში კომპანიის პლატფორმა გააფართოვოს, რაც მათ თავიანთი პროდუქციის ჩინელ მომხმარებლისთვის მიყიდვის შესაძლებლობას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები