ჩინეთის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა და ინტერნეტ გიგანტის, Alibaba-ს დამფუძნებელმა, ჯეკ მამ ბოაოს ფორუმზე საჯარო განცხადება გააკეთა მარკ ცუკერბერგის მისამართით და მას ურჩია "გამოასწოროს" სოციალური ქსელი, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში კოლოსალურად განვითარდა. მან ასევე Facebook-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს უთხრა, რომ უკვე დროა ამ ამბავს "სერიოზულად მიუდგეს". გარდა ამისა, მან იმედი გამოთქვა, რომ კომპანია კრიზისიდან გამოვა და პრობლემაც მოგვარდება. Facebook-ის დასაცავად ჯეკ მამ საზოგადოებას მოუწოდა არ გამოუტანონ საბოლოო განაჩენი კომპანიას არსებული პრობლემების გამო.
გარდა ამისა, ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ არსებული სიტუაციის ესკალაცია ამერიკულ სამუშაო ბაზარს მკვეთრად შეამცირებს.