მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯეო მულჩი“ პროდუქციის გატანას აზერბაიჯანის ბაზარზე გეგმავს - კომპანიის დირექტორი

მულჩი

მულჩის მწარმოებელი კომპანია „ჯეო მულჩი“, წლის ბოლომდე, პროდუქციის გატანას აზერბაიჯანის ბაზარზე გეგმავს. როგორც bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა კოტე გოგალაძემ უთხრა, მოლაპარაკებები კერძო კომპანიასთან არის დაწყებული.

„ჯერ-ჯერობით ჩვენი მულჩის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება და ყოველწლიურად წარმოება მოთხოვნიდან გამომდინარე იზრდება. ვმუშაობთ, რომ პროდუქტი ექსპორტზეც გავიტანოთ, მაგალითად აზერბაიჯანში გვაქვს გაგზავნილი ნიმუშები, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა და სავარაუდოდ წლის ბოლომდე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იქნება ჩვენი პროდუქტი ხელმისაწვდომი.

დიდი მოთხოვნაა სხვა ქვეყნებშიც, უბრალოდ ჩვენ ახლა მაგდენი წარმადობა არ გაქვს “, - განაცხადა კოტე გოგალაძემ.

კომპანიის დირექტორის თქმით, წარმადობის ზრდა მულჩის გადამამუშავებელ დანადგარებთან არის დაკავშირებული, რაც კომპანიას გასაახლებელი აქვს.

„დანადგარები მოძველებულია, რაც დიდ რესურსს გვართმევს. მხოლოდ ერთი დანადგარის ღირებულება, საშუალოდ, 150 000 დოლარია, რაც  ამერიკიდან უნდა ჩამოვიტანოთ. ეს არის საშუალო დონის დანადგარი და მაღალი დონის დანადგარი გაცილებით ძვირი ღირს. ვგეგმავთ, რომ 2024 წლისთვის ახალი დანადგარი გვქონდეს, რაც პროდუქციის თვითღირებულებასაც დაახლოებით 20%-ით შეამცირებს“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებას, კოტე გოგალაძის თქმით, კომპანია ყოველწლიურად ჯამში 1500 კუბამდე მულჩს აწარმოებს, რაც 700 000 ლარზე მეტია. 

შეგახსენებთ, რომ შპს „ჯერ- მულჩი“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ამ ეტაპზე 12-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ცნობისთვის:მულჩი ტყესა და ქალაქში სანიტარული ჭრების შედეგად დარჩენილი და გამოუყენებელი ხეების გადამუშავების შედეგად მიიღება, რაც ნიადაგის განაყოფიერებისთვის საჭირო პროდუქტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები