სალათის ფუცლების მწარმოებელი კომპანია "ჯეო პროდაქტსი" წარმოებას აფართოებს და მარწყვის წარმოებას იწყებს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიის ხელმძღვანელმა კახაბერ თუთბერიძემ განუცხადა, უკვე შემოტანილი აქვთ 6 ათასამდე ნერგი და გაზაფხულზე წარმოებას დაიწყებენ.
პირველ ეტაპზე ახალი კუტურის ასათვისებლად კომპანია 25 ათას ლარს ჩადებს, თუ პროექტმა გაამართლა, შესაძლოა "ჯეო პროდაქტსი" სრულად მარწყვის წარმოებაზე გადავიდეს.
კომპანიამ წარმოება ზაფხულში გაფართოვა. "ჯეო პროდაქტსმა" დამატებით 1400 კვადრატული მეტრი ფართობი დაამატა და სალათის ფურცლების წარმოება გააორმაგა.
კომპანიას "აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში რუსთავში 3000 კვადრატული მეტრი მიწა გადაეცა. კომპანიამ საწარმოს მშენებლობაში 150 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

























