“ჯეოფლაუერი” - “ტერაბანკის” მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი ბიზნესი
BM.GE
01.11.22 09:46
• 207
"ჯეოფლაუერის" საწარმოს რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში, მდებარეობს. საწარმოს საქმიანობა ეკოლოგიურად სუფთა ხილისა და მცენარეების შეგროვებასა და გადამუშავებას, ასევე, ჩაის წარმოებას მოიცავს. "ჯეოფლაუერმა“ სოფლის განვითარების სააგენტოს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ბიზნეს სესხით ისარგებლა და ტერაბანკის დაფინანსებით, მზის პანელები შეიძინა. პროგრამაში მონაწილეობით კომპანიამ 30%-იანი ქეშბექი და პროცენტის სუბსიდირება მიიღო. ტერაბანკი აქტიურადაა ჩართული განახლებადი ენერგიის წყაროების დაფინანსებაში, რითიც ხელს უწყობს როგორც გარემოზე ზრუნვას, ასევე ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას.