რამდენიმე წლის წინ, პარადონტოლოგია ნაკლებად ცნობილ მიმართულებას წარმოადგენდა ქართულ სტომატოლოგიაში. დენსის პაროდონტოლოგის და იმპლანტოლოგის, ლალი ქოჩიაშვილის ინიციატივითა და შთაგონებით, საქართველოში პირველად, 2015 წელს დაარსდა "ჯეოპერიო", საქართველოს პარადონტოლოგთა ასოციაცია, რომლის პირველი პრეზიდენტიც თავად გახლდათ. ასოციაციის პარადონტოლოგ ექიმთა ჯგუფის მიზანს წარმოადგენს:
• პრაქტიკოს ექიმებში, პროფესორებში, სტუდენტებსა და პაციენტებში პერიოს პოპულარიზება და გამოცდილების გაზიარება;
• საქართველოში პაროდონტოლოგიისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის პოპულარიზაცია;
• პაროდონტოლოგიის საჭიროების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაში წვლილის შეტანა;
• პაროდონტოლოგიური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ამაღლება კონფერენციების, ტრენინგებისა და ,,Hands on“ კურსების ორგანიზებით;
• EFP-ს გაიდლაინებისა და პროტოკოლების გავრცელება და მონიტორინგი;
• თანამედროვე კვლევების განხორციელება. “ჯეოპერიო” დღემდე წარმატებით ახორციელებს შიდა და საერთაშორისო შეხვედრებს, კურსებს, კონფერენციებს, სახალხო აქტივობებსა და სოციალურ მედია პროექტებს.
წელს, 2024 წლის 13 აპრილს, ევროპის ქვეყნებმა საქართველოს მხარი დაუჭირეს და "ჯეოპერიო" EFP-ის ბორდის სრულფასოვანი წევრი გახდა. აღნიშნული სიახლე ასოციაციისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს მიღწევა კიდევ უფრო მაღლა აწევს თამასას. შეგახსენებთ, რომ ჯეოპერიოს დამფუძნებელი პარალელურად კლინიკა დენსის ხელმძღვანელია და კლინიკის ბაზა დიდ როლს თამაშობს დარგის განვითარებაში. კლინიკა დენსი პირველი ქართული სტომატოლოგიური კლინიკაა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, AmCham-ის წევრი გახდა.
15 მაისს, ამერიკის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებთან შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც, დენსის წამყვან ექიმს, ლალი ქოჩიაშვილს, საზეიმო ვითარებაში, თანამშრომლობის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი გადაეცა. ამერიკის სავაჭრო პალატა საერთაშორისო ბიზნესასოციაციაა, რომლის მიზანს ქვეყნებში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება წარმოადგენს.