მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯეოსელი" "ბილაინს" პასუხობს: ბაზარზე დუოპოლია არ არის, კარგი რჩევა გიორგი ტყეშელაშვლისითვის იქნება, ის რომ განავითაროს დაფარვის ზონა

58d10686570ac
BM.GE
21.03.17 14:52
1865
კომპანია „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი ჯეოსელის დირექტორს პასუხობს. შეგახსენებთ, რომ „ბილაინი“ ბაზარზე დუოპოლიის არსებობაზე საუბობდა და ამბობდა, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არაჯანსაღი მდგომარეობაა.

პაველ სმალინსკი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია.

„ბაზარი ძალიან კონკურენტულია. საქართველოში საკმაოდ რთულია იყოს მსგავსი შეთანხმება. გავიმეორებ, - ბაზარი არის საკმაოდ კონკურენტული. არ შევაფასებდი მას როგორც დუოპოლიურს, ბაზარი საკმაოდ მზარდი და განვითარებადია, ასევე ბაზარი იცვლება ისე როგორც იცვლება ქვეყნის მაკროეკონომიკური მგომარეობა.

არ ვიზიარებ აზრს დუოპოლიაზე. ბილაინი 10 წელია რაც საქართველოს ბაზარზეა და მას მისი 25 პროცენტი უკავია. საუბარი იყო სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობაზე, "ბილაინი" იმიტომ ვერ იღებდა სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობას, რომ ვერ აკმაყოფილებდა საკმაოდ მკაცრ მოთხოვნას, ეს იყო მხოლოდ მიზეზი. ყველა ქვეყანას თავისი მოთხოვნა აქვს. თუკი აკმაყოფილებ ამ მოთხოვნებს შეგიძლია სახელმიწფო ტენდრში მონაწილეობა, თუ ვერ აკმაყოფილებ შესაბამისად ვერ იღებ მონაწილეობას.

კარგი რჩევა გიორგი ტყეშელაშვლისითვის იქნება, ის რომ განავითაროს დაფარვის ზონა და შემდეგ შეეძლება სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება.

პრეტენზიის გამოთქმა დუოპოლიაზე, არაა მიზანშეწონილი არც ბაზრისთვის და არც ჯეოსელისთვის. ბილაინს ტენდერში მონაწილეობისთვის სჭირდება მოთხვნების დაკმაყოფილება, ეს კი კარგი იქნება კონკურენციისთვის და შესაბამისად მომხმარებლისთვისაც“, - ამბობს პაველ სმალინსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები