პარლამენტში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვებთან დაკავშირებით განცხადებას კომპანია „ჯეოსელიც“ ავრცელებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს ავტორიზებული პირების სათანადო ჩართულობის და მათი პოზიციების გაზიარების გარეშე, რაც საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობიდან გამომდინარე მათთვის არის ყოვლად მიუღებელი.
„საკანონმდებლო პაკეტი არსებით გავლენას ახდენს როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის საქმიანობაზე, ვალდებულებებზე, ასევე ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმებზეც.
ჯეოსელისათვის, როგორც საერთაშორისო ჯგუფის (Telia Company) წევრისათვის, საკანონმდებლო პაკეტი უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ადამიანთა უფლებების, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, და მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის კუთხით. აგრეთვე, ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა საჯარო ინტერესების დაცვის მოტივით უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ სამართლიანი და პროპორციული კონტროლის მექანიზმების არსებობის პირობებში.
წარმოდგენილ კანონპროექტში განსაკუთრებით აღსანიშნავია, ავტორიზებული პირების ის მძიმე ვალდებულებები, რომლებიც მათ აკისრებს შეუზღუდავი და ბუნდოვანი ხარჯების გაწევას. ამასთან, არ არსებობს არანაირი გარანტია რომ ხარჯების გაწევის პროცესი იქნება გამჭვირვალე“, - განმარტავენ ჯეოსელში.
"ფარული მოსმენების შესახებ კანონზე მაგთიკომის შეთავაზებული არცერთი არსებითი შენიშვნა არ იქნა გაზიარებული"

























