მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯეოსთილმა“ საწარმოში 11.2 მეგავატიანი მზის პანელები დაამონტაჟა

ფოლადის საწარმო „ჯეოსთილმა" 11.2 მეგავატიანი მზის პანელები დაამონტაჟა. ეს საქართველოში დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი გახლავთ, რომელიც მზის განახლებადი ენერგიის გამომუშავებას ახდენს. ამასთანავე, კომპანიამ, რომელიც ინდუსტრიის ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, საქართველოში არმატურის გაყიდვების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ჯეოსთილის მოლოდინით, სტაბილური ზრდა მომდევნო 12-24 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რასაც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ურბანული განვითარება უწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები