მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯეოტრანსგაზი" "გაზპრომიდან" ბუნებრივი აირის მოცულობების გაზრდას გეგმავს

57381306589dc
BM.GE
15.05.16 10:08
1282
"ჯეოტრანსგაზი“ "გაზპრომიდან" ბუნებრივი აირის მოცულობების გაზრდას გეგმავს. როგორც "ბიზნესკონტაქტს“ კომპანიის დამფუძნებელმა ზურა ბარნაბიშვილმა განუცხადა, „ჯეოტრანსგაზმა“ "გაზპრომ-ექსპორტს“ ახალი მოცულობების მისაღებად დოკუმენტაცია უკვე გაუგზავნა.

"მაისში მისაღები ბუნებრივი აირის მოცულობა, აპრილის დავალიანების ჩათვლით, დაახლოებით 8 მილიონ კუბურ მეტრამდეა. გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ეს მოცულობა უნდა გაგვიფორმოს. ისევ თვის ბოლომდე რომ არ მივიყვანოთ საქმე და თავი ცაიტნოტში არ ჩავიგდოთ, შემდეგი კვირის დასაწყისში გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ოფიციალური წერილით მივმართავთ და რუსეთის ფედერაციიდან მომავალი ბუნებრივი აირის მოცულობებზე დასტურს მოვითხოვთ“, - განაცხადა ბარნაბიშვილმა.
მისივე თქმით, კომპანია პოტენციურ მომხმარებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამიტომ სამომავლოდ „გაზპრომ-ექსპორტიდან“ ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეიძენს.

"კონკურენტუნარიანი ფასიდან გამომდინარე მეტი მომხმარებელი გვეყოლება“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ "ჯეოტრანსგაზისთვის“ აპრილში "გაზპრომ-ექსპორტიდან“ მისაღები ბუნებრივი აირის მოცულობების დადასტურება გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მხრიდან გაჭიანურდა. როგორც უწყებაში განმარტეს, ამის მიზეზი გაზპრომ-ექსპორტთან ბუნებრივი აირის მოცულობების დაზუსტება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები