მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯერ არ დაზიანებული კედლების შესაკეთებლად 5000 ლარი გამოიყო

5ab69375c4b7b
მეგი კავთუაშვილი
25.03.18 11:00
864
ვანდალურად დაზიანებული კედლების და ფასადების შესაკეთებლად ბიუჯეტიდან 5 000 ლარი გამოიყო, თუმცა კედლები ჯერ არ დაზიანებულა. ამ შინაარსის ტენდერი კრწანისის რაიონის გამგეობამ გამოაცხადა, თანხა გამოყო და გამარჯვებული კომპანიაც გამოავლინა, - შპს „სტარტი+“.

როგორც რაიონის გამგეობაში აცხადებენ, მოცულობითი ტენდერი წინასწარ იმისთვის ჩატარდა, რომ თუ სადმე, რაიმე პრობლემა შეიქმნება, გამგეობას სწრაფად რეაგირების საშუალება ჰქონდეს. თუმცა რომელი შენობები მოიაზრება ან წინასწარ როგორ განსაზღვრეს ვანდალურად დააზიანებენ თუ არა კედლებს, გამგეობაში არ აკონკრეტებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები