მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯერ ფულს ვათეთრებდი, ახლა თურმე თაღლითიც გავმხდარვარ... გადაწყვეტილება გასაჩივრდება"- წერეთელი

61de82899aa37
სალომე მეცხვარიშვილი
12.01.22 11:23
767
Tv Pirvli-ს დამფუძნებლის მამა ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუქმდა, შესაბამისად, ავთანდილ წერეთელს პატიმრობა არ შეეფარდა.

მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას თქვა, რომ საქმე გადაკვალიფიცირდა და ფულის გათეთრების მუხლი თაღლითობით შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფიგურანტებს ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ავთანდილ წერეთელს პატიმრობა არ შეეფარდათ, ისინი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ, რადგან მიიჩნევენ, რომ დანაშაული საერთოდ არ ჩადენილა.

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა თავად ავთანდილ წერეთელმა.

“ჯერ ფულს ვათეთრებდი, ახლა თურმე თაღლითიც გავმხდარვარ. 7 წელი მომისაჯეს, რისთვის მომისაჯეს, თვითონ არ იციან… გასაჩივრდება ეს გადაწყვეტილება აუცილებლად. უნდა ვიბრძოლოთ”, - აცხადებს ავთანდილ წერეთელი.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები