მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯერ კიდევ უცნობი სვანური ამბების გზამკვლევი ნავერიანებისგან

BM.GE
03.08.22 09:23
330
სვანეთის ტურიზმი სათავეებიდან დღემდე- ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით სვანეთის კულტურული და ისტორიული მეგზური გამოიცემა და ის ტურისტებს და არა მარტო მათ, ამ მხარის ჯერ კიდევ უცნობ ისტორიებს და კულტურულ თავისებულებებს გააცნობს. უნიკალური ფოტო მასალითი დატვირთული მეგზური მე-19 საუკუნეში, სვანეთის საჯარო ფიგურის, სილიბისტრო ნავერიანის საარქივო მასალებზე დაყრდნობით იქმნება, რომელსაც თავი ნავერიანის შთამომავლებმა მოუყარეს. რა მასალებს გააერთიანებს სვანეთის შესახებ შექმნილი ახალი მეგზური და რა უნიკალურ მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობას გვაძლევენ სილიბისტრო ნავერიანი შთამომავლები? ანუკა ჯოხაძე სტუმრობდა სვანეთს, გაიცნო ამ საქმის მესმევურები და ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ქართულ შვეიცარიად წოდებული რეგიონის წარსულსა და დღევანდელობას გაგვაცნობს, რომელსაც დონორების დახმარებით სამომავლო პერსპექტივებიც ემატება, რაც არც მეტი არც ნაკლები სვანეთის ბრენდინგს გულისხმობს. 

სვანეთის კულტურული გზამკვლევი მხოლოდ ერთ-ერთი პროექტია, რომელის სვანეთში ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება. რა პროექტებზე მუშაობს პროექტი გრეტა სვანეთში?

სტუმარი: თათა საყვარელიძე - პროექტის "GRETA" მარკეტინგის, მონიტორინგისა და შეფასების მენეჯერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები