ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს ითხოვს. ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ მოთხოვნის შესწავლა, თუმცა კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი ცქიტიშვილს არ განუცხადებია.
„გვაქვს ურთიერთობა ანაკლიის კოსორციუმთან, ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი. გვაქვს ხელშეკრულება, გავქვს ვალდებულებები ჩვენც და კონსორციუმსაც. კონსროციუმის მხრიდან არის გარკვეული თხოვნები ხელშეკრულების ცვლილებასთან დაავშირებით, რომელსაც ვიცილავთ და ბუნებრივია თუ არის შესაძლებელი, იმის გათვალისწინებით თუ რა მნიშვნელოვანია ეს პროექტი, გავითვალისწინებთ მას. თუმცა, ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ჯერ სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს დაცული, შემდეგ კონსორციუმის“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

























