მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯეტექსი" სამშენებლო სექტორში შედის - რა გეგმები აქვს კომპანიას?

ჯეტექსი

კომპანია „ჯეტექსი“, რომელსაც სამშენებლო-საინჟინრო პროდუქტების დისტრიბუციასა და წარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სამშენებლო მიმართულებას ავითარებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, რევაზ მესხმა და ორგანიზაციულმა მენეჯერმა, ირაკლი ოქიტაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ სტუმრობისას განაცხადეს.

როგორც რევაზ მესხმა აღნიშნა, გარკვეული პერიოდია კომპანიამ კარ-ფანჯრების წარმოება დაიწყო. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ მსხვილ დეველოპერულ კომპანიასთან თანამშრომლობენ და ამ მიმართულებით ზრდას გეგმავენ.

„გარდა საინჟინრო პროდუქციისა, ცოტა ხანია კარ-ფანჯარას ვაწარმოებთ. ჩვენი კომპანიაა Window Style. 2018 წლიდან, ჯეტექსს ბაზარზე იმდენი გამოწვევა ჰქონდა, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველაფერი აგვეთვისებინა. დავიწყეთ სახანძრო უსაფრთხოებით და სამშენებლო სფეროშიც გადავედით. ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ დეველოპერულ კომპანიასთან და ვაპირებთ ამ მიმართულებითაც განვითარებას., იმიტომ, რომ ყველანაირი ხელშემწყობი ფაქტორი გვაქვს“, - აცხადებს მესხი.

ამასთან, “ჯეტექსის” ორგანიზაციული მენეჯერის, ირაკლი ოქიტაშვილის ცნობით, მათი ერთ-ერთი კომპანია Region Construction-ი ქალაქ რუსთავში დიდი საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს.

„ქალაქ რუსთავში, ჩვენი ერთ-ერთი კომპანიის, Region Construction-ის მიერ დიდი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება, რომელიც 18000 კვ.მ-ზეა გაშენებული. დიდი ტერიტორიაა, რომელიც დიდ კომპლექსს მოიცავს და მას თავიდან ბოლომდე „ჯეტექსის“ ერთ-ერთი კომპანია Region Construction-ს უზრუნველყოფს",- განაცხადა ოქიტაშვილმა.

ინფორმაციისთვის, "ჯეტექსი" ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მან საწყის ეტაპზე, თავი საინჟინრო-საპროექტო კუთხით დაიმკვიდრა. დღეს კი, კომპანია უკვე სამშენებლო მიმართულებითაც ვითარდება.

კომპანია მომხმარებლებს სრულ საინჟინო-საპროექტო მომსახურებას, ამასთან სახანძრო უსაფრთხოების, ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, ელექტროობის, სუსტი დენის, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემების მიწოდება-მონტაჟის სერვისს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები