მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯეუ ჰოლდინგი” & ჩეხური “კასი” დაპარტნიორდნენ

ჯეუ ჰოლდინგმა კომპანია „კასთან“ ოფიციალური პარტნიორობა გააფორმა, რაც იმას ნიშნავს რომ ჯეუ ჰოლდინგი პირველი ივლისიდან საქართველოში ჩეხური კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი იქნება. კომპანია ქართულ ბაზარზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო პროდუქციით წარდგება. აღსანიშნავია, რომ კასი 1992 წელს დაარსდა. ის ბეტონის კომპონენტების წარმოების ტექნოლოგიის სფეროში საინჟინრო კომპანიაა. კასი საკანალიზაციო სისტემების ერთ-ერთი თანამედროვე ევროპელი მწარმოებელია. ჯეუ ჰოლდინგთან თანამშრომლობით კი კასი პროდუქცია უკვე საქართველოშიც, ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები