მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯგუფიდან გავალთ” - ილია თოფურია EURO 2024-ზე

ილია თოფურია

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ საბერძნეთის ნაკრების დამარცხებას და ევროპის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას გამოეხმაურა. “ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ”, - წერს ილია თოფურია Instagram-ზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ილია თოფურია საქართველოში იმყოფებოდა და საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის გამართული მატჩი გახსნა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი წარადგინა. იმ დროს, ილია თოფურიამ მატჩის შედეგიც იწინასწარმეტყველა და თქვა, რომ საქართველოს ნაკრები ანგარიშით 2-0 მოიგებდა - მებრძოლის ეს პროგნოზი ახდა.