მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯი პი აი ჰოლდინგი": სადაზღვევო პაკეტები სავარაუდოდ გაძვირდება

589dcfa62dda9
ელენე გოგბერაშვილი
10.02.17 18:32
2336
დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის მარეგულირებელ დოკუმენტში ცვლილებების შეტანას გულისხმობს, ძალაში 1 მარტიდან შედის. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, როდესაც 2013 წლის 28 თებერვლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა, განისაზღვრა, რომ საყოველთაო დაფინანსება არ გავრცელდებოდა მათზე, ვისაც კერძო დაზღვევა ჰქონდა, ხოლო მონაცემთა ბაზების განახლება მოხდებოდა პერიოდულად. მიზეზებზე სერგეენკოს არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ მონაცემთა ბაზების განახლება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. შედეგად, მისი თქმით, დღეს ბევრი მოქალაქე ორმაგი დაფინანსებით სარგებლობს. მიღებული დადგენილებით, 1 მარტიდან სახელმწიფო მხოლოდ მათ დააფინანსებს, ვისაც კერძო დაზღვევა არ აქვს. 

სადაზღვევო სექტორისთვის ბუნდოვანია, რა მიზანს ემსახურება აღიშნული ცვლილებები.

"ინდივიდუალურ დაზღვეულებს რეალურად აკლდებათ გარკვეული მომსახურება სახელმწიფოსგან. ეს იყო დაშენებული პროდუქტები, რომელიც ჩვენგან შეიძინეს. ძნელი სათქმელია ეს ადამიანები გააგრძელებენ თუ არა ჩვენთან თანამშრომლობას. საერთო ჯამში ვერ ვხედავ რა დადებით შედეგს მოიტანს ბიუჯეტისთვის ან ადამიანებისთვის ეს ცვლილებები", - აცხადებს "ბიზნესკონტრაქტთან" "ჯი პი აი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი, პაატა ლომაძე.

მისი თქმით, კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით სადაც ნაწილ მომსახურებას სახელმწიფო აფინანსებდა, სადაზღვევო კომპანიებს სავარაუდოდ ფასების გადახედვა გაზრდის მიმართლებით მოუწევთ.

"სავარაუდოდ პაკეტების გაძვირება მოხდება იმიტომ, რომ კორპორატიული დაზღვეულების ნაწილი იყო ასევე ამ პროგრამის მონაწილეები. სტანდარტულად ყველა პაკეტი, რასაც ვყიდით ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურებული ხარჯების გამონაკლისში ქონას. ჩვენ არ ვანაზღაურებთ იმ თანხებს, რაც სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისიწნებული. ეს თუ მოეხსნებათ, ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევს გადახედვა. თანხობრივად რამდენი იქნება ჯერ არ გვაქვს დათვლილი", - აცხადებს პაატა ლომაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები