მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯი პი სი" გრიპის ვირუსის 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს

5c37543237de1
BM.GE
10.01.19 18:13
4610
გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე სააფთიაქო ქსელი "ჯი პი სი" მოქალაქეთათვის უფასო აცრებს ჩაატარებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსის პრევენციის მიზნით, 1500 მსურველს ვაქცინაცია უფასოდ შეეძლება. 

"11 იანვრიდან, გრიპის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება ექსპრეს კლინიკებში შემდეგ 3 მისამართზე:

1) პეკინის #23/25 (10:00 - 20:00 საათებში)
2) ვაჟა ფშაველას #71 (10:00 - 20:00 საათებში)
3) ჭავჭავაძის #24 (10:00 - 20:00 საათებში)

უფასო ვაქცინაცია გაგრძელდება ნაშთის სრულ ამოწურვამდე,"- წერია "ჯი პი სის" განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები