მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯი-თი ჯგუფმა“ ISO სერტიფიცირება წარმატებით გაიარა

640b4d712c20b
მარიამ იზორია
10.03.23 20:00
684

კომპანია „ჯი-თი ჯგუფი“ iT ინტეგრატორია სისტემებისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, რომელიც უკვე 8 წელია ბაზარზეა და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის დაგეგმვასა და ტექნიკური გადაწყვეტილებების ინტეგრაციას B2B მოდელით ახორციელებს. კომპანია მაღალტექნოლოგიური მწარმოებლების, მათ შორის Cisco-ს, HPE-ს Lenovo-ს, Dell-ის, FORTINET-ის Palo Alto-ს ოფიციალური პარტნიორია. „ჯი თი ჯგუფს“ აღნიშნული კომპანიებისგან ოფიციალური საპარტნიორო სტატუსი აქვს მინიჭებული.

ჯი-თი ჯგუფი განვითარებას არ წყვეტს. კომპანიამ 2023 წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. "ჯი თი ჯგუფმა" ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის დანერგვის შედეგად ISO 27001-ის და ISO 9001-ის სერტიფიცირება წარმატებით გაიარა.

როგორც ISMS / QMS პროექტის ხელმძღვანელი ფიქრია დოხნაძე აღნიშნავს, პროექტის ფარგლებში კომპანიამ სულ ოთხი აუდიტი გაიარა.

„მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, ციფრული ტრანსფორმაციის ფონზე მნიშვნელოვნად იმატა კიბერსაფრთხეების რისკმა, როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ ბიზნეს არეალზე. ჩვენი კომპანია ერთპიროვნულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტორს, რომ მომხმარებლის და ჩვენთან დაკავშირებული ყველა დაინტერესებული მხარის შესახებ საქმიანობის პროცესში შექმნილი და დაგროვებული კომერციული, პერსონალური და სხვა ტიპის ინფორმაცია იყოს დაცული მუშაობის პროცესშიც და დასრულების შემდგომ პერიოდშიც. ამიტომაც მოხდა ის რომ კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე და მსოფლიო მოვლენების საპასუხოდ, ISO სერტიფიცირების გავლის გადაწყვეტილება მივიღეთ.

დანერგვის პროცესი მოიცავდა კომპანიაში ინფორმაციის მართვისა და დაცვის სტანდარტის შესაბამისი სისტემის შექმნას, ინფორმაციული აქტივების კლასიფიკაციას, უსაფრთხოების რისკების დონის შეფასებას და ამ რისკების მართვის მექანიზმების შემუშავებას. პროცესი ასევე შიდა აუდიტორების გადამზადებას გულისხმობდა, რათა კომპანიამ თავისი ადამიანური რესურსით შეძლოს შემდგომში შეინარჩუნოს სტანდარტის შესაბამისი სისტემა.

იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემა თავსებადია ხარისხის მართვის სისტემასთან, ჯი-თი ჯგუფმა ამ მიმართულებითაც გაიარა აუდიტი და ISO 27001 თან ISO 9001 სერტიფიკატიც მიიღო, რომლის არსებობაც ხარისხის მენეჯმენტის დონეს განსაზღვრავს კომპანიაში და ამ ნაწილში მის ძლიერ მხარეს აჩვენებს. პროექტი განხორციელდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით“ - აცხადებს ფიქრია დოხნაძე.

ჯი-თი ჯგუფისგან კლიენტი ორგანიზაციები სერვისს არა მხოლოდ პროექტის ფარგლებში იღებენ, არამედ პროექტის დასრულების შემდეგაც, რაც თავის მხრივ ტექნიკურ მხარდაჭერასაც მოიცავს. კომპანიის პროფესიონალები კლიენტებს პარტნიორობის განმავლობაში რეკომენდაციებს, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. ამასთან ისინი მათ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და მსოფლიო გამოწვევების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ეს ყველაფერი ბიზნეს სერვისების უკეთ ფუნქიონირებისთვისა და უწყვეტობისკენ არის მიმართული.

„ჯი-თი ჯგუფი“ ქმედითი ციფრული და ადამიანური ინტელექტის ერთობლიობაა, რომლის მთავარი მიზანი ნებისმიერ ინდუსტრიულ საჭიროებებზე მორგებული ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა და მართვაა.

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები