მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ჯიჯი ჰაუსმა” ისანში მე-5 ფილიალი გახსნა

საბითუმო-საცალო ვაჭრობის ქსელმა “ჯიჯი ჰაუსი” ახალი, რიგით მე-5 ფილიალი ისანში, აწყურის #45-ში საზეიმოდ გახსნა. 700 კვ.მ ფართობის ობიექტი მომხმარებელს ათეულობით დასახელების საყოფაცხოვრებო ქიმიას, ჰიგიენურ საშუალებებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას სთავაზობს. ამასთან, ობიექტში 30-მდე ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიას აქამდე ოთხი ფილიალი ჰქონდა – ვარკეთილში, სანზონაში, გლდანსა და მუხიანში. როგორც ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია და მიმდინარე წელს “ჯიჯი ჰაუსის” ქსელი კიდევ დაახლოებით 10 ფილიალის გაერთიანება აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები