მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯილი ცენტრი თეგეტას“ შედეგები Q1/2026

კორპორაციულ სეგმენტში მზარდი მოთხოვნა, ახალი B2B პარტნიორები და Geely-ს ბრენდის გაფართოებული სამოდელო რიგი — „ჯილი ცენტრი თეგეტასთვის“ 2026 წლის პირველი კვარტალი აქტიური განვითარების ეტაპი აღმოჩნდა. პირველი კვარტლის განმავლობაში კომპანიამ კორპორაციულ პარტნიორებს 50-მდე Geely-ს ავტომობილი გადასცა, მათ შორის 25-ზე მეტი ელექტრო Geely GeoMe და 18 ერთეული შიგაწვის ძრავიანი Geely Emgrand. შეძენილ ავტომობილებს სხვადასხვა ორგანიზაცია საკუთარი ავტოპარკის განახლებისა და ოპერაციული პროცესების ეფექტიანობის გასაზრდელად იყენებს. კომპანიის მიზანია, პარტნიორებს შესთავაზოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ამცირებს ავტოპარკის მთლიან ხარჯს, ზრდის ეფექტიანობას და ამცირებს ტექნიკური გაჩერებების დროს.

სტუმარი: გიორგი შაქარაშვილი - „ჯილი ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები