მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯიმობაილმა" მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად 10 000 სააბონენტო ნომერი მიიღო

598d712ef33b3
BM.GE
11.08.17 12:42
2315
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ჯიმობაილის“ განცხადება და მობილური საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად 10 000 სააბონენტო ნომრით სარგებლობის ნებრთვა მისცა.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრთვა, შემდეგ სატელეფონო ინდექსზე: 550 03 00 00-550 03 99 99 - უვადოა, ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას, გეოგრაფიული არეალი კი საქართველოს მთელი ტერიტორიაა.

შპს „ჯიმობაილი“ ვირტუალური მობილური ოპერატორია, კომპანია როუმინგულ სატელეფონო მომსახურებას ეწევა და მას უკვე ყავს 23 000-ზე მეტი რეგისტრირებული აბონენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები