მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Jimsher Symphony Single malt მსოფლიო ვისკის საერთაშორისო კონკურსის World Whiskies Award 2025 -ის გამარჯვებულია

Jimsher Symphony Single malt
28.02.25 13:58
851

პირველი ქართული ვისკი, Jimsher Symphony Single malt მსოფლიო ვისკის საერთაშორისო კონკურსის World Whiskies Award 2025 -ის გამარჯვებულია.

World Whiskies Award არის გლობალური ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო ვისკებს მსოფლიოს მასშტაბით, აჯილდოებს და ხელს უწყობს რჩეული ვისკების საერთაშორისო ბაზარზე გასვლასა და პოპულარიზაციას.

Jimsher Symphony ქართული დისტილერიის პირველი Single malt (ერთ ალაოიანი) კატეგორიის, კასრის სიძლიერის, მაღალალკოჰოლური ვისკია. დაძველებული ქართული ტრადიციული საფერავის ღვინის კასრში. ვისკი გამოირჩევა არაორდინარული, ძლიერი და თვითმყოფადი გემოვნური თვისებებით.

ქართულ ბაზარზე Jimsher Symphony სულ მალე ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა. აღსანიშნავია რომ, Jimsher დისტილერიისთვის Single malt კატეგორია სრულიად ახალი მიმართულებაა და აქამდე კომპანია მხოლოდ შერეულ (blended) ვისკის აწარმოებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები