მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Jimsher წალამზე შებოლილი ვისკის წარმოებას იწყებს

5b38692116306
სალომე ჭიპაშვილი
01.07.18 13:44
1506
Jimsher ახლო მომავალში წალამზე შებოლილი ვისკის წარმოებას იწყებს. „ჩვენ უფრო თავმდაბლები აღმოვჩნდით ვიდრე ჩვენი პროდუქტი. „ჯიმშერი“ თავად პროდუქტი ძალიან ახალია, წალამზე შებოლილი ვისკი, კი ღირსეულ სიტყვას იტყვის ვისკის სამყაროში.“- აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ჯიმშერ ჩხაიძე.

პირველი ბოთლი Jimsher შარშან გამოვიდა. დღეს ბაზარზე მათი ვისკის სამი სახეობაა წარმოდგენილი: Jimsher საფერავის კასრში,წინანდლისა და ბრენდის კასრში. ლონდონში გამართულ კონკურსზე The Global Travel Spirits Master 2017, Jimsher საფერავის კასრში ოქროს მედლით, ხოლო Jimsher წინანდლის და ბრენდის კასრში - ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა. კონკურსზე The World Whisky Masters 2017 სამი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ასევე ვისკი Jimsher მსოფლიო ალკოჰოლური პროდუქტების რეკომენდირებულ ათეულშიც დასახელდა.

დღეის მდგომარეობით Jimsher საქართველოს გარდა წარმოდგენილია ჩინეთში, ყაზახეთში, პოლონეთში, უკრაინაში, ტაივანში და ლატვიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები