მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯინო ფერედაისი" ზაფხულში ელექტრომობილი ტაქსების ტესტირებას იწყებს

594798a982be6
სალომე მეცხვარიშვილი
19.06.17 13:34
2648
"ჯინო ფერედაისი" ზაფხულში ელექტრომობილი ტაქსების ტესტირებას იწყებს. "საქმის კურსთან" საუბრისას კომპანიის გენერალური დირექტორი რამაზ მიქაძე აცხადებს, რომ ტაქსების პირველი პარტია, დაახლოებით 4-5 ავტომობილი, უახლოეს მომავალში ჩამოვა.

კომპანია პირველ ეტაპზე ტაქსებს დატესტავს და შემდეგი პარტიის ჩამოტანის გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს.

კომპანიის გეგმაა, რომ წლის ბოლომდე 100 ელექტრომობილი ტაქსი შემოიყვანოს.

რა ოდენობის ინვესტიციას ჩადებს კომპანია ტაქსის ახალ კომპანიაში, "ჯინო ფერედაისში" არ ასახელებენ.

ახალ ბიზნესში შესვლის შესახებ კომპანიამ გასული წლის ბოლოს განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები