მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯინო ველნეს გრუპის" დამფუძნებელი სლოვაკეთში პორტების მშენებლობას გეგმავს

5a1ea17113efe
სალომე მეცხვარიშვილი
30.11.17 09:50
2190
"ჯინო ველნეს გრუპის" დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე სლოვაკეთში პორტების მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ მან საქმის კურსს განუცხადა.
მისი თქმით, სლოვაკეთის მთავრობასთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ერთ შემთხვევაში საუბარია ბრატისლავაში პორტზე, რომელსაც 150 გემის მიღების შესაძლებლობა ექნება. პორტი დუნაიზე ძირითადად ტურისტული დანიშნულების იქნება.
მეორე შემთხვევაში ბიზნესმენს ბრატისლავიდან 40 კილომეტრის მოშორებით სატვირთო პორტის მშენებლობის გეგმაც აქვს.

ნოდარ გიორგაძე საქართველოში გასართობ კომპლექსს „ჯინო ფერედაისს“ ფლობს, ასევე აქვს რამდენიმე საინვესტიციო პროექტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები