მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯინო ველნეს გრუპს" ელექტროტაქსების შემოყვანის პროექტში შეფერხებები აქვს

5a1ea6143c1d7
სალომე მეცხვარიშვილი
01.12.17 12:10
1349
ელექტროტაქსების კომპანიის პროექტში შეფერხებებია, - ამის შესახებ საქმის კურსს "ჯინო ველნეს გრუპის" დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ელექტროტაქსების საცდელი პარტია ჩინეთიდან შემოიყვანეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს მოდელები საქართველოს კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

ბიზნესმენის განმარტებით, ამ ეტაპზე საქართველოში 9 ერთეული ელექტროტაქსი ჰყავთ შემოყვანილი, თუმცა, ჩინურ კომპანიასთან მუშაობა გრძელდება, იმისთვის, რომ ავტომობილი ქართული რეალობისთვის შესაბამისი იყოს.

საქართველოში ელექტროტაქსების კომპანიის ამუშავებას ბიზნესმენი 2018 წლის ზაფხულში ან წლის ბოლოსთვის ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები