კინოპროექტი "ჯინსების თაობა", რომელიც რეჟისორმა და პროდიუსერმა ნიკოლოზ ხომასურიძემ გუშინ, 9 ივნისს წარადგინა, ამერიკის პროდიუსერთა გილდიამ ფითჩინგის პანელისთვის პროექტების საუკეთესო ხუთეულში შეიყვანა.
ლოს-ანჯელესში, Warner Brothers-ის სტუდიაში, 8-9 ივნისს მასშტაბური კონფერენცია ამერიკის პროდიუსერთა გილდიის ორგანიზებით ჩატარდა.
აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა, რომელიც კომპანიის "ფილმი საქართველოს" საგამოფენო სტენდით იყო წარმოდგენილი.
ნიკოლოზ ხომასურიძემ ჰოლივუდის ტოპ–პროდიუსერებსა და კინოთეატრში შეკრებილ 300 დამსწრეს "ჯინსების თაობა" წარუდგინა, რომელმაც დარბაზის დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია. უკვე დაიგეგმა კონკრეტული შეხვედრები პროდიუსერებთან, რაც კონფერენციის შემდეგ გაგრძელდება.

























