მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯინსის ნათლია" - იტალიელი დიზაინერი ადრიანო გოლდშმიდი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

აგ

იტალიელი დიზაინერი ადრიანო გოლდშმიდი, კვირას, 82 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა.

"ჯინსის ნათლიად" აღიარებულმა გოლდშმიდმა პრემიუმ კლასის ჯინსების ბაზრის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. მის სახელს უკავშირდება ისეთი ბრენდების შექმნა, როგორებიცაა: Diesel, Gap 1969, Replay, AG და Agolde.

მან პირველი ბრენდი, Daily Blue 1974 წელს დააარსა, რამაც დიდი წარმატება მოუტანა. მოგვიანებით გოლდშმიდმა საკუთარი პლატფორმა Genious Group სხვა დიზაინერების მხარდასაჭერად გამოიყენა - ორგანიზაცია ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Diesel და Goldie, ინფრასტრუქტურით, წარმოებით, მარკეტინგითა და გაყიდვებით უზრუნველყოფდა.

გოლდშმიდისთვის პრიორიტეტი ყოველთვის იყო მდგრადობა. ეს 1992 წელს დაარსებულ ბრენდში Agolde და მოგვიანებით კი 2000 წელს შექმნილ AG-ში აისახა. გარემოსდაცვითი დიზაინისა და წარმოების წახალისების მიზნით, გოლდშმიდმა მოდის ინდუსტრიაში წყლის გადამუშავება, მზის ენერგია და Tencel-ის მსგავსი ინოვაციური ქსოვილები იმაზე გაცილებით ადრე დანერგა, ვიდრე ეს სფეროში ნორმად იქცეოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები