მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

5ca4590689209
თელარა გელანტია
03.04.19 11:30
617
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე, თოვლისა და ზვავებისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 70 კმ-მდე მონაკვეთი უკვე გაწმენდილია და ამ ეტაპზე, სამუშაოები უღელტეხილზე გრძელდება. აღნიშნული გზა შატილამდე მისასვლელი ცენტრალური გზაა.

ადგილზე ყოველდღიურად, 5 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ჯამში 106 კილომეტრია.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა, დიდთოვლობის გამო, ყოველწლიურად ოქტომბერ-ნოემბერში იკეტება და გაზაფხულზე, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ იხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები