მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯიპიაი ჰოლდინგი” სამოგზაურო დაზღვევის მიმართულების ლიდერია

ჯიპიაი ჰოლდინგი

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2023 წელს მოზიდული პრემიის მიხედვით, სამოგზაურო დაზღვევის მიმართულების ლიდერია. ამის აღსანიშნავად კომპანიამ მასშტაბური ღონისძიება გამართა და პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან ერთად 2023 წელი შეაჯამა. ღონისძიების ფარგლებში ჯიპიაიმ სტუმრებს წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებთან ერთად მომდევნო წლისთვის დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო. ღონისძიებაზე ასევე პანელური დისკუსიებიც გაიმართა, სადაც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა დარგის გამოწვევებზე ისაუბრეს. ამ ყველაფრის კულმინაცია კი დაჯილდოების ცერემონია იყო, სადაც ჯიპიაიმ ჰოლდინგმა წარმატებულ თანამშრომლობისთვის 100-მდე პარტნიორი ტურისტული კომპანია დააჯილდოვა.