მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯიპიაი ჰოლდინგი” Xprimm-ის საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციის გენერალური მხარდამჭერია

BM.GE
04.05.23 10:20
178
თბილისი 4-5 მაისს დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციის მასპინძელია, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება და დღის წესრიგშია საქართველოს სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვა, პოტენციალის, შესაძლებლობების და გამოცდილების გაზიარების განხილვა, რომელშიც ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად უცხოელი სპიკერები ევროპის და სხვა ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით მონაწილეებს ტექნოლოგიურ და სხვა სიახლეებს გაუზიარებენ. 


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 2022 წლის ბაზრის მონაცემები. საუბარი შეეხება ინდუსტრიის თითქმის ყველა მიმართულებას - მათ შორის ავტომობილების დაზღვევის კუთხით არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს. კონფერენციის მეორე ნაწილი კი ქონების დაზღვევის საკითხებს დაეთმობა. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ, კლიმატის ცვლილების კონტექსტში, მომატებულ საფრთხეებზე, სოფლის მეურნეობის დაზღვევაზე და ამ მიმართლებთ არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაზე.

Xprimm-ის საერთაშორისო კონფერენციის მიზანი ქართული სადაზღვევო ბაზრის განვითარება და კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ღონისძიებას 150 -მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის ადგილობრივი და უცხოური სადაზღვევო კომპანიების, ბროკერების, ITპროვაიდერების, საჯარო სექტორის, ფინანსური ინსტიტუციებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

სტუმარი: პაატა ლომაძე - "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები