„ჯიპიაი ჰოლდინგი“ და VISA ახალ სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ . სადაზღვევო კომპანიამ და საერთაშორისო საგადამხდელო სისტემამ მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც Visa-ს პრემიუმ ბარათების მფლობელებისთვის ექსკლუზიურ სადაზღვევო კამპანიას ითვალისწინებს. ერთობლივი პროექტი ავტოდაზღვევის მიმართულებით იწყება და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Visa Signature-ით ან Visa Infinite-ით გადახდისას, ლოიალობის პროგრამის გაზრდილი ქულებით, ავტომობილის მოვლის სპეციალური სერვისებითა და საწვავზე ფასდაკლებით ისარგებლონ. რა სარგებელს იღებენ მძღოლები და რას გულისხმობს ახალი შეთავაზება?






























